ცხინვალში დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართება

ცხინვალში დღეს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართება.

პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესზე გაფრინდაშვილის ადვოკატი, ექიმის პატიმრობიდან გათავისუფლებასა და გამარტივებული წესით მისი საკითხის განხილვის შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, “სასამართლო ე.წ. პროცესების განხილვაში ვერ შევა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ დუნდება და ძალიან ინტენსიურად, მაქსიმალური მობილიზებით ხორციელდება ყველა ძალისხმევა. საჯარო სივრცეშიც მოისმენდით არა მარტო ქართულ მხარეს, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც და ზოგიერთ შემთხვევაში რუსული მხარეც აკეთებს კარგა ხანია უკვე მინიშნებებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე უნდა იქნეს გათავისუფლებული”.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ორთვიანი ე.წ. პატიმრობა კი, 15 ნოემბერს მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები