“თქვენ დაასხით სითხე პარლამენტში?” – როგორ უპასუხა დეპუტატმა ჟურნალისტის კითხვას (ვიდეო)
“თქვენ დაასხით სითხე პარლამენტში?” – აღნიშნული კითხვით “ტვ პირველის” ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ლელა ქებურიას მიმართა.
კითხვაზე მან შემდეგნაირი პასუხი გასცა: – “არ ვარ ვალდებული ამ კითხვას პასუხი გავცე, რადგან ამ ბრალდებაზე თავის მართლება, ჩემი ვალდებულება არ არის. ის ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს წარმოადგინოს შესაბამის მტკიცებულებები, რომლის შემთხვევაშიც მზად ვარ გამოძიებას პასუხები გავცე”, – განაცხადა ქებურიამ.