გაგრაში ძმამ ძმა მოკლა და თვითმკველობა სცადა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძმებს შორის დაწყებული ჩხუბის შედეგად, ძმამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, თავად კი, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, ერთი ძმა არის 1996 წელს დაბადებული, მეორე 1991 წელს.

უმცროსმა ძმამ უფროსს პისტოლეტიდან გულის არეში და ფეხზე ესროლა, მას შემდეგ კი, რაც მას უთხრეს, რომ უფროსი ძმა გარდაიცვალა მან თვითმკვლელობა სცადა და საფეთქელში ისროლა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები