პარლამენტში სპეციფიკური სუნის გამო შესვენება გამოცხადდა

პარლამენტში სპეციფიკური სუნი დადგა. აღნიშნულის გამო საკანონმდებლო ორგანოში შესვენება გამოცხადდა.

„ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება. თავმჯდომარეს ვთხოვ, გამოცხადდეს შესვენება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს” წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ. უცნობია მომხდარი ინციდენტი მათ უკავშირდებათ თუ არა.

აღნიშნულის გამო შეუძლოდ გახდა მმართველი გუნდის წევრი ენძელა მაჭავარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ალერგიულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები