თინა ბოკუჩავა: “ქართულ ოცნებას” მონური სასამართლო სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნები მოიპაროს

“ქართულ ოცნებას” მონური სასამართლო სჭირდება, რომ სამარცხვინო მოსამართლეების გამოყენებით, არჩევნები მოიპარონ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ღირებულებები არ გააჩნია.

“ქართულ ოცნებას“ სჭირდება მონური სასამართლო, რომ სამარცხვინო მოსამართლეების გამოყენებით, თადუმაძით დაწყებული, ვასაძით დამთავრებული, ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენოს, რათა მოიპაროს არჩევნები. პოლიტიკური ფასი იქნება ძალიან მაღალი, რადგან სამართლიანი სასამართლო იყო ყველაზე ფუნდამენტური დაპირება, რაც “ქართულმა ოცნებამ“ გასცა საზოგადოებაზე და ეს ყველაზე ფუნდამენტური დაპირება მოიპარა ივანიშვილმა ოხანაშვილის გამოყენებით, ძალადობის, ჟურნალისტების ცემის და ადამიანების დაკავების ფონზე. თუ რაიმე მანკიერება არსებობდა სასამართლო სისტემაში, ყველა ადამიანი, დღეს უვადოდ გაამწესა უზენაეს სასამართლოში იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა და სავარაუდოდ იმავეს გააკეთებს პლენარულ სხდომაზე. ამიტომ, ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, ის ტყუილი ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც “ქართული ოცნება“ აკეთებს, რადგან მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ მორჩილი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელიც, მინისტრიც, პარლამენტის წევრიც, რათა მონურად შეასრულონ ივანიშვილის ყველა დაკვეთა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, ამის შემდეგ, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები