ოხანაშვილი ბოკუჩავას: ძალადობაზე “ნაცმოძრაობა” ნუ გველაპარაკებით, მოძალადეები ხართ, თავიდან ფეხებამდე
„ძალადობაზე „ნაცმოძრაობა“ ნუ გველაპარაკება, თქვენი ადგილი იცოდეთ”, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მოთხოვნას, რომ ოხანაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დაყენებულიყო.
ბოკუჩავას თქმით, ანრი ოხანაშვილმა გასცა უკანონო დავალება, რომ მანდატურებს დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები გაეყვანათ.
„მინდა, დავაყენო თქვენი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რადგან გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები“, – მიმართა ბოკუჩავამ ოხანაშვილს.
ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ძალადობაზე “ნაცმოძრაობას” საუბრის უფლება არ ჰქონდა.
„ძალადობაზე „ნაცმოძრაობა“ ნუ გველაპარაკება, თქვენი ადგილი იცოდეთ, მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე, მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. ნიკა მელიას გაესაუბრეთ, ძალადობა რას ნიშნავს“, – მიმართა ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას.