Time-მა გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, 2019 წლის ადამიანად დაასახელა.

გამოცემის ყდის ფოტო Instagram-ზე გავრცელდა.

როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ფელსენტალმა დაწერა, „ეს იყო წელი, როდესაც კლიმატურმა პრობლემებმა კულისებიდან ყურადღების ცენტრში გადაინაცვლა, პირდაპირ მსოფლიოს დღის წესრიგში და არავის გაუკეთებია იმდენი, რომ ეს მომხდარიყო, რამდენიც გრეტა ტუნბერგმა. ამიტომ ის 2019 წლის ადამიანია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები