ცაგერში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრისა და “მეწარმე ქალთა“ ფონდის ორგანიზებით, ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ყველა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს,  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად მაქსიმუმი გააკეთონ.

“ვგმობთ ოკუპაციას და ყველანაირ ძალადობას. გაათავისუფლეთ ვაჟა ექიმი”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები