კახა კალაძე: პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ჯარზე საუბრობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
კალაძის თქმით, პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ჯარზე საუბრობს.
“პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს ჯარი, ღირსეული ჯარისკაცები, გმირები, ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი”, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები