ათენში მოტოციკლეტით მიმავალი ქართველი მამაკაცი “ჯიპმა” იმსხვერპლა (ვიდეო)

ათენში მოტოციკლეტით მიმავალ ქართველ მამაკაცს “ჯიპის” ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მამაკაცს ჩაფხუტი ეხურა, თუმცა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში ​გარდაიცვალა.

​პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია, მან შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა.

მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვიც, რომ შემთხვევა შემთხვევით არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები