საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ერთ-ერთი გარეუბანის, ფოქსის ციხეში მყოფი ზუგდიდის მკვიდრი 30 წლის ნიკა ქირია ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის დედამ, ფატიმა ლაგვილავამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ოჯახს ღამით, სამ საათზე დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ უამბეს. სხვა დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია. იგი საფრანგეთში სამუშაოდ იყო წასული.
გარდაცვლილის ოჯახი ხელისუფლებას ცხედარის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.
როგორც „რეგიონული კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო დაინტერესდება მომხდარის თაობაზე.