სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადების მიღების წინადადებით მიმართა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველას ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად უნდა იყოს მიმართული.

“მივმართე ამ ასამბლეას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ. დღეს სწორედ ერთი თვე შესრულდა მისი დაპატიმრებიდან. აუცილებელია, რომ ყველას ძალისხმევა იყოს გაერთიანებული მის გასათავისუფლებად“ ,- განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები