მამუკა მდინარაძე: არ მგონია, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებული კამათი მივიდეს იქამდე, რომ რაღაც სერიოზული ბზარი გაჩნდეს

არ მგონია, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებული კამათი მივიდეს იქამდე, რომ რაღაც სერიოზული ბზარი გაჩნდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
“მე არ მგონია, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებული კამათი მივიდეს იქამდე, რომ რაღაც სერიოზული ბზარი გაჩნდეს და ვინმეს დატოვება გამოიწვიოს ამ ე.წ. კონფლიქტმა, მაგრამ კონფლიქტსაც ნუ დავარქმევთ, ცხარე კამათია. მეც და გუნდის უდიდეს უმრავლესობასაც, გუნდის სხვა ლიდერებსაც მიაჩნიათ, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც არის პროპორციული სისტემა და ამ სისტემით ჩატარდება ამ ქვეყანაში არჩევნები 2024 წელს. აქედან გამომდინარე, ამ კურსის რადიკალურად შეცვლა და სრულად მაჟორიტარულ, ე.წ. ამერიკულ სისტემაზე ლაპარაკი არ იქნება სწორი”,- განმარტა მდინარაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები