კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო
2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“, – ამის შესახებ კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მორგოშია იხსენებს, მამუკა მდინარაძე მისი და ბევრი მისი მეგობრის ადვოკატი იყო, პროკურორები კი, პირიქით, იმას თხოვდნენ მას და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო.
კონსტანტინე მორგოშიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ახლა მე გეტყვით რელობა რა იყო. მამუკა მდინარაძეს ვიცნობ 1999 წლიდან. ის ჩვენი რაიონის გამომძიებელი იყო. მასთან ერთად მუშაობდა ჩემი ბავშობის მეგობარიც და ბავშვის ნათლიაც, ანუ ჩვენ ბავშობა ფაქტიურად ერთად გავატარეთ. 2004 წელს როგორც ნაცები მოვიდნენ სულ სულ ….. პირველი ვინც დაიჭირეს ნაცებმა ესენი იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. მათი დაკავება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირი დავალებით. თუ არ ვცდები ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა აღორძინების უდანაშაულო აქტივისტები. მამუკა, გიგა და ზაზა ….. ჯოხთაბერიძესთან და ა.შ …. ერთად იჯდნენ ციხეში. ჩვენ ბიჭებს მათთან საღამოობით “პერედაჩები” მიგვქონდა და ვღადობდით რა დრო დადგა პოლიციელებზე “პერედაჩებს” ჩვენ უკეთებთქო. მოკლედ ეს ხალხი ნაცებმა უდანაშაულოდ “გასროკეს” მას მერე დიდი ამბავი ატყდა და მოკლედ მამუკა და ბიჭები გაამართლეს, მაგრამ შსს-ში არ აღადგინეს და მას მერე დაიწყეს ადვოკატობა სამივემ. ეხლა რაც შეეხება მდინარაძის “პუწიოვი” ადვოკატობას- პირადად ჩემი ადვოკატიც იყო და ნახევარი ჩემი საძმაკაცოსი და პროკურორები პირიქით იმას მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო. ანუ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ მდინარაძეს ნაცების დროს არაფერი გავლენები არ ქონდა და ამის მოწმე ძალიან ბევრი ადამიანი ვართ. მახსოვს ბანკში ვმუშაობდი 2006 წელი იყო და ჩვენი ძმაკაცის ნახმარი ისეთი ძველი მერსედესით დადიოდა მდინარაძე, რომ სადღაც წავედით ერთად დასავლეთში და ფეხით ჩამოვედით ბანკი კი იმიტომ ვახსენე, რომ უკან დაბრუნებულზე 5000$ კრედიტი მე გავუკეთე, თავდებად ჩაუდექი და თუ არ ვცდები რაღაც აუდი იყიდა და მაგით დაგორავდა ))) და მაგ კრედიტსაც ძლივს ძლივობით იხდიდა ანუ სულ, რომ არაფერი მეთქვა არც არაფერი მაგრამ გულმა არ მომითმინდა და მაინც დავწერე 100% იანი სიმართლე.
აი რაშიც მართლა დამნაშავეა მამაუკა მაგასაც დავწერ არაა პრობლემა 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ამ ნაცებს შეეკრნენ, კოჰაბიტაციით და მთელს ერს, რომ გვაბოლებენ, რომ სამართლიანობა უნდა აღადგინონ ლამის 2020-ში აი ეგ იმაზე ურესია ვიდრე სულ, რომ ნაცების ზონდერი ყოფილიყო ან დაავიწყდა მამუკას ან დაივიწყა ვინაა ნაცები და ვინ ვართ ხალხი. ფაქტი ისაა, რომ მამუკაც და ოცნების 80% -ი საერთოდ ვერ გრძნობს ხალხის რელურ პრობლემებს და მოწყვეტილები არიან რეალობას. ყველამ კარგად იცით ჩემი შეხედულება ნაცებზეც და ოცნებაზეც და ამიტომ აქ რაც დავწერე არის 100% იანი სიმართლე
პ.ს ამ პოსტზე თხოვნა მექნება ლანძღვა და გინება არ დაწეროთ. მე პატივს ვცემ ჩემს წარსულ ურთიერთობებეს და იმ წლებს მაგრამ მე ჩემი ქვეყანა მამუკაზე და ყველა ჩემს ბავშობის მეგობარზე უფრო მიყვარს და ამიტომ დავწერე ეს ტექსტი”,- წერს კონსტანტინე მორგოშია.