ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც “ძალიან დაბალი”

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 1 პუნქტით, ხოლო 2017 წელთან შედარებით – 13 პუნქტით გაუმჯობესდა.
163 ქვეყანას შორის საქართველო 90-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც „ძალიან დაბალი“.
ტერორიზმის გლობალური ინდექსის ანგარიშები 2012 წლიდან ქვეყნდება.
პირველ ოთხ ადგილს იკავებს და, შესაბამისად, ტერორიზმის გავლენით შეფასებულია როგორც „ყველაზე მაღალი“: ავღანეთი, ერაყი, ნიგერია და სირია.
ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები