ვიქტორ იანუკოვიჩმა ევრომაიდნის მონაწილეებისთვის ამნისტიას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევრომაიდნის მონაწილეებს ამნისტია გამოუცხადა და კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია მეზობელი ქვეყნის პირველი პირის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო. კანონი 29 იანვარს მიიღეს, თუმცა ვიქტორ იანუკოვიჩმა მას ხელი დღეს მოაწერა, რის შედეგადაც იგი ევრომაიდნის ყველა მონაწილეს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუ ოპოზიცია 15 დღის განმავლობაში ყველა დაკავებულ შენობას დატოვებს.