სოზარ სუბარი ოპოზიციის პროტესტზე: მათ ექნებათ გამოხატვის სრული თავისუფლება, მაგრამ როგორც კი გასცდებიან კანონის ჩარჩოებს, ადეკვატური პასუხი იქნება

სანამ დარჩებიან გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ ექნებათ გამოხატვის სრული თავისუფლება, როგორც კი გასცდებიან კანონის ჩარჩოებს, იქნება ადეკვატური პასუხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ სტუმრობისას განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, საზოგადოების ერთი ნაწილი განაწყებულია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით შეუსრულებელი დაპირების გამო, თუმცა, მისი თქმით, რეგიონებში განწყობა სხვაგვარია.

ამასთან, სუბარი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო მყარია.

“მათ სურთ თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავდეთ. მაჟორიტარულ სისტემას უფრო მეტი სიმყარე ახლავს, რადგან ხალხი კონკრეტულ პიროვნებებს აძლევს ხმას და შესაბამისად, პასუხსაც მათგან ითხოვენ. პროპორციულის შემთხვევაში კი ხალხს არ ჰყავს თავიანთი წარმომადგენელი და ისინი ვერ ასახავენ გლდანელის ან სამგორელის ინტერესებს,“- აცხადებს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები