გარემოს სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვის გამო, ციტრუსის მოსავლის დროულად დაკრეფვისკენ მოუწოდებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლების გამო, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ციტრუსის მოსავლის დროულად აღებისკენ მოუწოდებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე), შესაძლოა, ციტრუსის დაუკრეფავი მოსავალი დააზიანოს.