„ბაჩო და გური უყურებენ ქართულ მედიას” – ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, რომელმაც ინტერნეტსივრციდან სატელევიზიო ფორმატში გადაინაცვლა, ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში გადის და კვირის განმავლობაში მედიით გაშუქებულ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს.
სატელევიზიო ფორმატში გასულ პირველ გადაცემაში, წამყვანები – კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია და ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ტვ „პირველის” ღამის ეთერს მიმოიხილავენ, რომლის სტუმრები „შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი იყვნენ.