ვახტანგ გომელაური: მე ვიტყოდი, რომ გუშინ პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის, სამწუხაროდ. მოვუწოდეთ, რომ ჩაბრძანებულიყვნენ ქვევით, გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. პოლიციასთანაც იყო შეხლა-შემოხლა და ჭიდაობა. საქმე აღიძრა, მუშაობენ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარ ინციდენტზეც.

„ადგილიდან განარიდეს რამდენიმე ადამიანი, გაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა და მოხდება რეაგირება – თუ დასაკავებელი იქნება, დააკავებენ ადამიანებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები