ვახტანგ გომელაური: აქციებზე მომხდარ დაპირისპირებებზე საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თბილისში, მცხეთასა და ქუთაისში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, მცხეთაში და თბილისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

“პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის, პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა. საქმე აღიძრა და თუ დასაკავებელია ვინმე, დააკავებენ. ჩემი ყოფილი მოადგილის შვილიც იდგა, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ახალგაზრდები არიან, ქართველები არიან დაპირისპირება ძალიან ცუდია. მცხეთაში და თბილისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები