“ნიკა მელიას, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდება და მხოლოდ დანიშვნით თანამდებობაზე ყოფნის უფლება შეეზღუდება”

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ბანკი ,,ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას, სავარაუდოდ, შეუწყდება პარლამენტის წევრის სტატუსი და მხოლოდ დანიშვნით თანამდებობაზე ყოფნის უფლება შეეზღუდება.

მისი თქმით, ნიკა მელიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის საპარლამენტოს არჩევნებში პარლამენტის წევრის სტატუსისთვის, მაგრამ უფლება არ აქვს უფლება დაიკავოს რომელიმე დანიშვნითი თანამდებობა, როგორც პარლამენტში, ასევე საჯარო სამსახურში.

“არის თუ არა ლეგიტიმური ნიკა მელიას ვადამდე ადრე შეუწყდეს პარლამენტის წევრის სტატუსი და მომდევნო 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება, როგორც არჩევით, ასევე დანიშვნით თანამდებობებზე?

საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა თანახმად, ნიკა მელიას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ვადამდე ადრე შეუწყდება პარლამენტის წევრის სტატუსი, თუმცა მას შეეძლება მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის საპარლამენტოს არჩევნებში პარლამენტის წევრის სტატუსისთვის, მაგრამ უფლება არ აქვს დაიკავოს რომელიმე დანიშვნითი თანამდებობა, როგორც პარლამენტში, ასევე საჯარო სამსახურში.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილი იმეორებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას. ამასთან, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურეა პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის ა.ბ პუნქტის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება,”- აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ გაკოტრების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები