მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, რიგი დიპლომატებისა განუდგა შერჩევის პროცესს, არც დიპლომატიურ უწყებაში მუშაობის სურვილი გამოხატეს, შესაბამისად, აჟიოტაჟი მიმართულია უწყების დისკრედიტაციისკენ
სამწუხაროდ, რიგი დიპლომატებისა განუდგა პროცესს, მათ არ მიიღეს მონაწილეობა არც შერჩევის პროცესში და არც სურვილი გამოხატეს, რომ საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში გაეგრძელებინათ მუშაობა. შესაბამისად, ის აჟიოტაჟი, რაც არის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საერთოდ მოკლებულია რეალობას, მიმართულია ჩვენი უწყების დისკრედიტაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ინსტიტუტებზე სხვადასხვა აქტორების მხრიდან მუდმივად ხორციელდება შეტევა და მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც არ არის გამონაკლისი.
„ძალიან ცხადი გზავნილი მქონდა რეორგანიზაციის დასაწყისში, თუ რას ემსახურება საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის პირველი ეტაპიც გუშინ დასრულდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ დიპლომატიური რესურსი სწორად არ გამოვიყენოთ. ეს პროცესი ძალიან ღიად წარიმართა, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მასში მონაწილეობა მიეღო. სამწუხაროდ, რიგი დიპლომატებისა განუდგა ამ პროცესს და მათ არ მიიღეს მონაწილეობა არც შერჩევის პროცესში და არც სურვილი გამოხატეს, რომ საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში გაეგრძელებინათ მუშაობა. შესაბამისად, ის აჟიოტაჟი, რაც არის რეორგანიზაცისთან დაკავშირებით, საერთოდ მოკლებულია რეალობას, მიმართულია ჩვენი უწყების დისკრედიტაციისკენ. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ როგორ ხორციელდება საქართველოს ინსტიტუტებზე შეტევა სხვადასხვა აქტორების მხრიდან, ეს მუდმივი პროცესია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროც არ არის გამონაკლისი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.