ზელენსკი: თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი უკრაინასა და აშშ-ს შორის სამუშაო დონეზე ზუსტდება
ამჟამად, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამუშაო დონეზე, თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ზუსტდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მან უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებები მოისმინა.
„კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამჟამად, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამუშაო დონეზე, თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის კომპონენტის, ზუსტდება“, – თქვა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასე თუ ისე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის დაცვა“.