ალუდა ღუდუშაური – გახარიაზე: ფაქტია, რომ რაღაც შიშები აქვს, მისი დღევანდელი ჩართვა, ზღვარს გადასული სითავხედე მაფიქრებინებს, რომ ჩამომსვლელი არ არი – ის გაექცა ძალიან მძიმე კითხვებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში ჩამომსვლელი არ არის, რადგან მას შიშები აქვს.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, დღევანდელ კომისიაზე გახარიას ჩართვა და სითავხედე აფიქრებინებს, რომ ის საქართველოში არ ჩამოვა, რადგან ძალიან მძიმე კითხვებს გაექცა.

„ფაქტია, რომ რაღაც შიშები აქვს. გახარია რას გვპასუხობს ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პასუხი კი არა, წერილობით ხელი რომ მოაწერა, მაშინ იცრუა და ერთი სიტყვა არ თქვა, რომ სადმე მიდიოდა. მე ასეთი ოპტიმისტი ვერ ვიქნები და ვერ ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში, რომ ის ჩამოვა. მისი დღევანდელი ჩართვა, ზღვარს გადასული სითავხედე მაფიქრებინებს იმას, რომ ის არსად ჩამომსვლელი არ არის. ის გაექცა ძალიან მძიმე კითხვებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები