ალუდა ღუდუშაური: რა ესაქმება ოპოზიციას, თუ არ აქვს სხვა და ბოროტი განზრახვა ქუჩაში, თუ კარავში და ბარიკადებზე, როდესაც გაქვს მთელი რიგი საშუალებები

რა ესაქმება ოპოზიციას, თუ არ აქვს სხვა და ბოროტი განზრახვა ქუჩაში, თუ კარავში და ბარიკადებზე, როდესაც გაქვს მთელი რიგი საშუალებები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა  „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„რა ესაქმება ოპოზიციას, თუ არ აქვს სხვა და ბოროტი განზრახვა, ქუჩაში, თუ კარავში და ბარიკადებზე, როდესაც გაქვს მთელი რიგი საშუალებები. თქვენ ხედავთ, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციას არც თუ ისე ცოტა წარმომადგენლობა ჰყავს პარლამენტში. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ვინმეს პოლიტიკური კეკლუცობის და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, 2020 წელს როგორ მოიქცნენ პოლიტიკური ჯგუფები, პუფებს ეძახდნენ ვინც შევიდოდა. პირველი, ვინც მახსენდება როგორ შემოიჭრა, იყო ნიკა მელია. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთად არიან და თითქოს, ხან პოლიტიკურად გადაწყვეტენ, რომ თითქოს უნდა წაკინკლავდნენ. ბოლოს და ბოლოს მთავარია, რომ მათ უნდა ესმოდეთ ერთი რამ, პოლიტიკა არ არის ბიზნესი, არ არის სამსახური, რომ მიხვალ სადღაც, აიღებ ხელფასს, წახვალ, წამოგორდები მხარ-თეძოზე, ან გნებავთ ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს გაატარებ. ეს არის ქვეყნის სამსახური და მათ ეს არ ესმით, სწორედ ამაშია პრობლემა. ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები