ალექსანდრე რაქვიაშვილი: ახლა რაც ხდება ოპოზიციისთვის ყველაზე ცუდი სცენარია – ქართველმა ხალხმა მათ მისცა მანდატი „ქართული ოცნების“ შეჩერების, ამათ კიდე ქუჩაში ბოდიალი აირჩიეს

პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ახლა რაც ხდება, ოპოზიციისთვის ყველაზე ცუდი სცენარია.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციის დამსახურებაა, რომ აქამდე მივიდნენ, რადგან ქართველმა ხალხმა მათ მისცა მანდატი „ქართული ოცნების“ შეჩერების, მათ კი ქუჩაში „იქით-აქეთ ბოდიალი“ აირჩიეს.

„ზოგადად, ახლა რაც ხდება, ოპოზიციისთვის ყველაზე ცუდი სცენარია. ოპოზიცია გაყოფილია. ვიღაცა ამბობს, რომ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ [არჩევნებში], მეორეს მოღალატეს ეძახის, არა თქვენ ხართ მოღალატეები, ჩხუბი, შიმშილობა და კლოუნადა. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ოპოზიციაში შეიძლება ხდებოდეს.

ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ეს ავირიდოთ თავიდან. თუ ბოიკოტია ბოიკოტი იყოს, უკეთესია ერთად არჩევნებზე გავიდეთ და დიდი ქალაქები მოვიგოთ, მაგრამ უბრალოდ არასერიოზულია ახლა იმის მტკიცება, რომ „ლელომ“ რადგან მიიღო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, ამიტომ თბილისს მოიგებს. რაც არ უნდა წარმოდგენა მქონდეს გვარამიაზე ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმათაც თბილისში თავიანთი ამომრჩეველი ჰყავს და ამ ამომრჩევლების გარეშე ძალიან რთული იქნება ამ არჩევნების მოგება. საბოლოო ჯამში, ერთიანობაა საჭირო და ჩვენ უკვე დიდი ხანია მივხვდით, რომ არანაირი შანსი არ არის, რადგან თუ მართლა მოგება გინდა, სხვანაირად უნდა იქცეოდე. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის თვალით შეხედეთ ამას. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გამოვიდეს და თქვას, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ქვეყანაში ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნება. მე არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, დიდი ხანია ის წერტილი გავიარეთ, როდესაც სერიოზული კოორდინაცია შეგვექმნა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საფრთხეს შეუქმნიდა. ამიტომ, ჩვენი მთავარია ამოცანაა პარტია „გირჩი“ გავძლიერდეთ, რომ ჩვენ გვყავდეს მეტი მხარდამჭერი. ეს მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონში გაძლიერდნენ, რომ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ საკრებულოებში. ჩვენ ძალიან ვიწროპარტიული მიზანი გვაქვს, რადგან ვერ ვხედავთ რაიმე შანსს ოპოზიციაში რამე გამოვიდეს. „ქართულ ოცნებას“ საერთოდ აწყვეტილი აქვს ისეთ რეგულაციებს და კანონებს იღებს, არანაირი კონტროლი არ აქვს.

ამ ოპოზიციის დამსახურებაა, რომ აქამდე მივიდნენ, რადგან ქართველმა ხალხმა მათ მისცა მანდატი „ქართული ოცნების“ შეჩერების, ამათ კიდე აირჩიეს ქუჩაში იქით-აქეთ ბოდიალი, ჯარიმებს ავიკიდებთ, ჯარიმებს გავასაჩივრებთ, სისტემას დავღლით და „ქართული ოცნება“ ჩამოინგრევაო. ახლა კი არიან სადაც არიან. საბოლოო ჯამში, ჩვენ დავინახეთ, რომ ამათ საუბრის უნარი არ გააჩნიათ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები