თვითნასწავლი ახალგაზრდა ხელოვანის – გელა ლეკიშვილის ნამუშევრები თინათინ რუხაძემ დაათვალიერა
აბრეშუმის გალერეაში თვითნასწავლი ახალგაზრდა ხელოვანის, გელა ლეკიშვილის ნამუშევრები საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლითონის მავთულში შესრულებულ ნამუშევრებს შორისაა: „შინაგანი ძალა”, „თავისუფლება-არწივი“, „საქართველოს ისტორიის რუკა-მემატიანე“ და ქანდაკება „მშვიდობის ანგელოზი“.
გალერეა ექსპოზიციას ივლისის ბოლომდე უმასპინძლებს.