Meduza: ეკატერინბურგში ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს

ეკატერინბურგში ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

მედიის ცნობით, მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

„დაკავების დროს ძალოვნება შიხლინსკის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს“, – წერს Meduza.

დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები