კიევის ცენტრში დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია ბავშვი
კიევის ცენტრში, ბიზნესმენისა და კიევის საოლქო საბჭოს წევრის, ვიაჩესლავ სობოლევის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად მანქანაში მყოფი დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა.
ავტომობილს თავად სობოლევი მართავდა
როგორც უკრაინის შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, სამი წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების მანქანაში საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.
სობოლევი არის დონეცკელი ბიზნესმენი, რომელიც 2010-2011 წლებში უკრაინული „ნავნთოგაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.