“ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

“ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. “ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.

ადეიშვილთან ერთად ბრალდებულ ნიკა მელიას კი, 25 000 ლარის ჯარიმის ოდენობის გადახდა მოუწევს. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები