ცაისში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5-სულიან ოჯახს მერია ყოველთვიურად დაეხმარება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძრის შედეგად, 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
მეზობლების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მალევე მოვიდნენ, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ძლიერი დაკვამლიანების გამო დროულად ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც ერთსარულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა.
როგორც, “რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია ერთჯერადი თანხით – 1000 ლარის ოდენობით დაეხმარება, ასევე სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფს და მუდმივი საცხოვრებლის აშენებამდე, ბინის ქირას ყოველთვიურად გადაუხდის.