პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართული აქციები აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული მოვლენაა.
“ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამართული აქციები არის სახედაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა.
შუღლის და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება დაუშვებელია! ეს პირები არიან ხელისუფლების მიერ მართული ძალები. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყანას მართავს დაქსაქსვით და ურთიერთდაპირისპირებით, ეს არღვევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პრინციპებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს მსგავსი უკანონო მოქმედებები და მკაცრად დასაჯოს ყველა კანონდამრღვევი. დროულად მოძებნოს მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი”,- ნათქვამია განცხადებაში.