მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”-ს ქუთაისის ორგანიზაცია გაერთიანებულ ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებს

სამოქალაქო მოძრაობის “რუსეთი ოკუპანტია” ქუთაისის ორგანიზაცია ქუთაისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობა ემიჯნება “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ მოწყობილ კონტრაქციას და ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებს.

“ოპოზიციის და ენმ-ს მიმართ ბოლო დროს, ადგილობრივი ხელისუფლების და პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მიერ განხორციელებულ ძალადობას და უმსგავსო ქმედებას ვემიჯნებით სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ქუთაისის ორგანიზაციის დამფუძნებლები და სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციას და პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. აღნიშნული ქმედებით (ადგილობრივმა) ხელისუფლებამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და დაემსგავსა ჩვენი ოკუპანტის ცხოვრების წესს. იმ ქვეყნის წესს რომელთანაც ჩვენ ხელისუფლებას ძალიან ბევრი საერთო აქვს! რუსეთი ოკუპანტია! დიდი გამარჯვებების წინ ქაოსი იჩენს თავს და ეს ჩვეულებრივი ამბავია! ქუთაისის ორგანიზაციის დამფუძნებლები: იმედა ონიანი, გიორგი გველესიანი, ნიკოლოზ დეისაძე, ბექა ჭაჭიაშვილი და თეიმურაზ ცამციშვილი”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები