მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული მდინარი ბებიაშვილის სახელობის საფეხბურთო მოედანი აშენდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

სპორტული მოედნის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 191 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნუგზარ ფერაძესთან ერთად დაათვალიერა.

“ახალგაზრდების ინიციატივა იყო, სოფელ მარტოთუბანში, სადაც მდინარი ბებიაშვილი დაიბადა და გაიზარდა, აგვეგო მისი სახელობის საფეხბურთო მოედანი, რასაც ბუნებრივია მხარი დავუჭირეთ. თაობა, რომელიც ამ სოფელში გაიზრდება მუდამ ემახსოვრება, რომ მარტოთუბანში ცხოვრობდა გმირი, მდინარი ბებიაშვილის სახით“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები