ვენესუელელმა სამხედროებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც ნარკოტიკი გადაჰქონდა
ვენესუელის სამხედრო ძალებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას ცდილობდა, და რომლის ბორტზე ნარკოტიკული საშუალება იყო.
ნოემბერში ვენესუელის საჰაერო სივრცის დარღვევის კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა, მანამდე ერთი შემთხვევა იყო აგვისტოში.
2013 წელს ნიკოლას მადურომ საკანონმდებლო ნორმა დაამტკიცა, რომელიც სამხედროებს ნებისმიერი თვითმფრინავის ჩამოგდების უფლებას ანიჭებს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის არალეგალურად გადაჭრას ეცდება.