თურქეთის ვეტერინარული სამსახური საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საქართველოში ვიზიტით მყოფი თურქეთის სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის ინსპექტირების ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ესწრებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თურქ კოლეგებს ცხოველური წარმოშობის სურსათის, ცხოველთა სასაკლაოების სახელმწიფო კონტროლის სისტემა გააცნეს და მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე ვეტერინარულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თურქეთის ვეტერინარულ სამსახურთან. ეს არის გაცნობითი ხასიათის ვიზიტი. ჩვენ გავაცანით თურქ კოლეგებს, საქართველოში არსებული კონტროლის სისტემა და ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც ინფორმაციის გაზიარების, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით”- განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში გასვლა და ცხოველთა სასაკლაოების მონახულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები