საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ამაღლების ქუჩაზე კასრები მიიტანეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამაღლების ქუჩაზე ცეცხლის დასანთებად კასრები მიიტანეს.

პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება იმყოფება, ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები