რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილები კარვებს შლიან
რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, საპროტესტო აქციის მონაწილებმა კარვების გაშლა დაიწყეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ღამის გატარებას სწორედ ამ კარვებში გეგმავენ.
მათივე თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, საპროტესტო აქციაზე ღამის გატარებას რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეძლებს.