გიგი უგულავა: მთელი ღამე იქნება მანიფესტაცია, მსურველები დარჩებიან, პოლიცია თუ ჩახერგავს ჩვენ “აიკიდოს” მეთოდით მათ ენერგიას გამოვიყენებთ
მთელი ღამე იქნება მანიფესტაცია, მსურველები დარჩებიან. პოლიცია თუ ჩახერგავს ჩვენ “აიკიდოს” მეთოდით მათ ენერგიას გამოვიყენებთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი არ შენელდება.
“მთელი ღამე იქნება მანიფესტაცია, მსურველები დარჩებიან. პოლიცია თუ ჩახერგავს ჩვენ “აიკიდოს” მეთოდით მათ ენერგიას გამოვიყენებთ, ისინი ჩაკეტავენ ჩვენ გვერდზე დავუდგებით და საქმეს ისინი გააკეთებენ. მიზანია, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ჩვენ კონსტიტუციაში ვაბრუნებთ ქვეყანას, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანა. ხდება სახელმწიფოს მიტაცება, ახლა ხდება არჩევნების მიტაცება. ჩვენ გვინდა არჩევნები, მათ შორის მიიღოს ივანიშვილმა მონაწილეობა, ხომ მაგარი ბიჭია, რატომ ეშინია, რატომ ემალება ამ კორდონს, რატომ აქცია პოლიციელები შეშის ქურდებად, რომლებმაც უსაფრთხოება უნდა დაიცვას. ეს არის ივანიშვილი, თვითონ ქურდია და ყველა გააფუჭა, ერთი დამპალი ვაშლი, რომ აფუჭებს ყველას ისე იქცევა. პროტესტი არ შენელდება. ივანიშვილს ჰქონია, რომ ეს ყველაფერი არის წვიმა, რომელიც ხვალ გადაიღებს, მაგრამ ეს არის ზვავი, რომელიც ჩაიტანს მას პოლიტიკურ მოუსავლელში”,- განმარტა უგულავამ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას იწყებენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.