ირაკლი კობახიძე გაშარჟებულ ხატებზე: ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” მიერ ხატების გაშარჟებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!”,- წერს კობახიძე.
პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
მათ ხელში სხვადასხვა “ხატი” ეჭირათ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის სახე იყო გამოსახული.
აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან “ვხედავ მეცხვარეს” იმღერეს.