საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან
რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.