კიევში კანადის საელჩოს წარმომადგენლის მანქანა დაწვეს

   კიევის ცენტრში უკრაინაში კანადის წარმომადგენლის მანქანა დაწვეს. ასევე ცეცხლი წაუკიდეს “ავტომაიდნის” აქტივისტის, ინა ცარკოვის მანქანას, – ამის შესახებ ჟურნალისტი მუსტაფა ნაიემი “უკრაინსკაია პრავდას” ფურცლებზე იუწყება. ინციდენტი პირველ თებერვალს ღამით ფედეროვას ქუჩაზე მოხდა.
შეგეხსენებთ, რომ კანადამ სავიზო სანქციები დააწესა და კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ კიევში მილიციისა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების საპასუხოდ, უკრაინელი თანამდებობის პირებს კანადაში შესვლა აეკრძალათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები