სოხუმში კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მომენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)
გუშინ სოხუმის ცენტრში კაფე „სან-რემოსთან“ ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის მომენტი კაფის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრები იუთუბზე გავრცელდა. მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი, 38 წლის ასტამურ შამბაა.
მომხდარის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, კაფის თანამშრომელი ქალი და მამაკაცი, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ე.წ. შსს-ის ინფორმაციით, კაფესთან ცეცხლი ავტომატური იარაღიდან სამმა ნიღბიანმა ავტომობილიდან გახსნა. ერთი საათის შემდეგ, მათი ავტომობილი „დეპოსთან“ იპოვეს, რომელსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.
ამჟამად მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
ასევე ცნობილია, რომ ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდთან დროებით ჩაკეტილია.