ჯაბა ჯიშკარიანი: თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, “ნაციონალურ მოძრაობას“ მართლა დააბრუნებთ

თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა ჯიშკიარიანმა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის რევანშისტული ძალა – ამ მანიით შეპყრობილი ძალა, რომელსაც უნდა, ხელისუფლებაში მობრუნდეს და სისხლი ანთხევინოს ძალიან ბევრ ქართველს და შური იძიოს.

მისი თქმით, სულ სხვა სიტყვით აპირებდა გამოსვლას, თუმცა დარბაზში მომხდარმა სიტუაცია შეცვალა.

“დღეს სულ სხვა სიტყვით გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ დარბაზში მომხდარმა ძალიან შემაშფოთა.
მე, დავინახე განსხვავებული აზრის ზიზღი დღეს, ამ დარბაზში. მინდა, მოვუწოდო აბსოლუტურად ყველა ჩვენს კოლეგას, კიდევ ერთხელ. ყველას, ყველას… ყველა ადამიანს, არა ზოგიერთს, აბსოლუტურად ყველას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ აუცილებლად, მეც მეხება ეს და აბსოლუტურად ყველას, პოზიციასაც და ოპოზისიასაც. ჩვენ, უნდა ვისწავლოთ განსხვავებული აზრის ატანა, მოსმენა, გაანალიზება. “ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს ვერ იტანდა. ჩვენთვის, როცა მე ვიყავი “ქართულ ოცნებაში“, მე ვამაყობდი იმით, რომ ჩვენთვის იყო მხოლოდ და მოხოლოდ შხაპი და არა ბოღმის საგანი, როგორც ეს ნაც.მოძრაობის შემთხვევაში იყო.

დღეს, სამწუხაროდ მე ვნახე, განსხვავებული აზრი, საკმაოდ კორექტული, სხვათაშორის ვიღაცებითვის ამ დარბაზში იქნა მიუღებელი.

მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ კოლეგიალობას, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო, მთელი თბილისი და ძალიან ბევრი მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს. და დამიჯერეთ, არავის არავის წამოხტომების არ ეშინია. ზოგზოგიერთები ამ დარბაზში მყოფი, ჩირგვებში რომ იჯდა, ჩვენ ტყვიების წვიმაში გვაქვს გავლილი. ადამიანის უფლებების დასაცავად და ის ადამიანები, ის ნაძირლები, რომლებიც ტყვიებს გვესროდნენ, თქვენ მოიყვანეთ და თავზე დაგვასვით. დღეს, თურმე მარტო ხაბეიშვილი ყოფილა ქვეყნის მტერი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევანშისტული ძალა – ამ მანიით შეპყრობილი ძალა, რომელსაც უნდა, ხელისუფლებაში მობრუნდეს და სისხლი ანთხევინოს ძალიან ბევრ ქართველს და შური იძიოს, მაგრამ , მითხარით, რა განსხვავებაა- ის ადამიანები რომლებიც ამწესებდნენ ადამიანებს ციხეში, ის ადამიანები, რომლებიც ამწესებდნენ ადამიანებს – ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია – რომელიც შემდეგ კვირაში პარლამენტმა უნდა გაიტანოს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით.

მე, საერთოდ არ მინდოდა დღეს, ამ თემებს შევხებოდი, მითხარით, აი ჩემი კოლეგები ხო სხედხართ აქ . საკმაოდ პატივისცემით, მოწიწებით მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი – სად არის ლოგიკა ამასთან მიმართებაში?! – ამაზე საუბრობდა ვატო.
კოჰაბიტაციის ბრალია, უუნარობის ბრალია, უფრო მეტს გააკეთებენ ეს ადამიანები. ხვალ და ზეგ, სახლებში შემოგივარდებიან და როცა გვივარდებოდნენ ხოლმე, ამ დარბაზში მყოფი ნახევარზე მეტი ადამიანი, იმალებოდა. და ისევ ჩვენნაირი ადამიანების კისერზე უნდა გადაიაროს ადამიანის უფლებებზე საუბარმა და ადამიანის უფლებებზე დაცვამ.

როცა მე და ლევან გოგიჩაიშვილს გვიჭერდნენ, აქ ხაბეიშვილმა ამით დაიწყო დღევანდელი ცირკი თუ მაიმუნობა. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს სოლიდარობაზე რომ ესაუბრა არც ლევან ხაბეიშვილს და არც არავის, ახლა მიშა ამაშუკელს და რამდენიმე ადამიანს არ ვგულისხმობ, თინა ნიბლოშვილს, რომლებიც ბრძოლის ავანგარდში იყვნენ. მაშინ, 2006 წელს, როცა ძვლებში გვამტვრევდნენ, თითოეულ ჩვენგანს, მაშინ რატომ არ იყვნენ ეს ადამიანები სოლიდარულები?!

აი, ბატონი ლევანი, ხაბეიშვილი – მინდა მივმართო მას, რომ თქვენ, როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ ყველაფერი შეიძლებოდა. შენი სოლიდარობაც მახსოვს, 26 მაისის მეორე დილას, გვამი და ნაგავი გაიტანეთ რუსთაველის ქუჩიდანო, ნიკა კვინტრაძის და მეორე გარდაცვლილის გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, როცა დენზე შეაერთეთ ადამიანები, აწამეთ და მოკალით. როცა 150-ზე მეტი ახალგაზრდა დახვრიტეთ ქუჩაში და ირინა ენუქიძე პარლამენტის შენობის უკან, იხვეწებოდა, მოდით, შემომიერთდით, თქვენს შვილებსაც იგივე მოუვათ, დაგიხოცავენ ახალაიები და სალაყაიები – ეს არის მისი სიტყვების ციტირება.
სწორედ ამაზე ვსაუბრობ, ამიტომ კეთილი ინებეთ და ისურვეთ მოსმენა მაინც, როცა ამას მოყვარე გეუბნებათ და არა მტერი !
თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლა დააბრუნებთ!

სწორედ ამის თქმა მინდოდა და მე მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლება გაიაზრებს ამ ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს შეიძლება ვიღაცებს ეჩვენება, რომ 20 კაცი გამოდის პროტესტზე და ამითი პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნება, მაგრამ დამიჯერეთ, მოსახლეობაში არის ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა, მართალია ისინი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიჰყვებიან, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გაიღვიძებს ეს პროტესტი.

მე, სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ. მე ძალიან მეწყინა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან გავბრაზდი იმ მიდგომაზე, რაც ვატო შაქარიშვილის მიმართ განხორციელდა ამ დარბაზში.

იმედი მაქვს , მომავალში ჩვენს კრიტიკას აიტანთ,” – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები