გორში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 42 900 000 ლარით განისაზღვრა, რომელიც ხუთ ძირითად პრიორიტეტზე გადანაწილდა.

“უწყების მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურის განვითარებას – 15 776 000, დასუფთავებასა და გარემოს დაცვას – 2 850 000, განათლებას – 9 191 700, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის განვითარების ხელშეწყობას – 6 098 100, ჯანმრთელობის დაცვასა და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას კი – 2 265 800 ლარი მოხმარდება”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებას დაინტერესებული მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებისთვის საინტერესო კითხვებს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და უწყების საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობდნენ. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ორგანიზებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში, გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები