აკაკი ზოიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

მისივე თქმით, თუ ისინი ამ შეთავაზებას არ მიიღებენ ის პოლიტიკიდან წავა.

„გადავწყვიტე უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარისთვის და პოლიტსაბჭოსთვის, რათა 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათ უმოკლეს ვადაში მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. მე ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას, პრევენციას გაუკეთებს. არ შეძენს ამას შეუქცევად ხასიათს და რეალურად, ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების” იმ წევრებს რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის, რეფერენდუმამდე ან პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ ჩვენთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები