ვახტანგ შაქარიშვილი: დღევანდელი “ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ ეს ერთი ჯოხის ორი ბოლოა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარტია “ქართული ოცნება“ პარაზიტ პოლიტიკურ ორგანიზმად და ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც მორალურად გახრწნილი პარტია “ნაციონალური მოძრაობით“ იკვებება და ცოცხლობს.

მისივე თქმით, შექმნილი სტატუსკვოს შენარჩუნება შეუძლებელია და საზოგადოება ტყვეობიდან დასახსნელია.

“ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე დატოვება იმ არაადეკვატური პროპორციით, რაც არის დღეს – შეუძლებელია. “ქართულ ოცნებას“ აღარ, “ნაციონალურ მოძრაობას“ კი უკვე დიდი ხანია აღარ აქვს ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“, რომლებმაც საკუთარი უნიჭო სცენარის განხორციელებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას. ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებული გარემოა და “ქართული ოცნების“ გარიგებების და უუნარობის გამო ხალხი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, რადგან ერთის მხრივ ჩვენ გვყავს ნდობადაკარგული და ლეგიტიმაცია დასუსტებული “ქართული ოცნება“ და მისი მაშველი რგოლი მორალურად გახრწნილი “ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები