რიმა ბერაძე ოპოზიციას საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, ოპოზიციას საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
იგი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა მათკენ იყო მიმართული, ვინც დარბაზში სხდომის მსვლელობას აღარ ესწრებოდა.

,,მივმართავ მათ, ვინც ახლა ამ დარბაზში აღარ იმყოფება. ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადროს და განსხვავებული აზრის მიუხედავად, სხვისი მოსაზრებების პატივისცემა უნდა შეძლოს. აქ, ოპოზიციაში მყოფი ადამიანების თითოეული ნაბიჯი არა ოპონირება, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფაა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, ოპოზიციის  დესტრუქციული ნაბიჯები მოსახლეობის ყურადღების მიღმა არ რჩება.

,,ხალხი დაიღალა იმით, რომ მნიშვნელოვან პროცესებზე ფოკუსირებას ოპოზიციის პროვოკაციული ნაბიჯები მუდმივად თან ახლავს. ბიუჯეტის ამ სახითა და რაოდენობით მიღებას ფასი აქვს მათთვის, ვინც იაზრებს, რომ ბიუჯეტი თბილისის მოსახლეობის საჭიროებებზე ზედმიწევნით გათვლილია“ – აღნიშნა დეპუტატმა.

რიმა ბერაძემ ოპოზიცია საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ძალას მხოლოდ დესტაბილიზაცია სწყურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები