მარიამ ჯაში: გიორგი კვირიკაშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

“დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება, უაღრესად დადებითი ნაბიჯი იყოს. თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს. ერთი მიმართულება პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნებაა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლას არც 2016 წელს ვგეგმავდი და ეს აუცილებელი გახადა გარკვეულმა გარემოებებმა. დაველოდები და თუ სიტუაცია პოლიტიკაში ჩემს დარჩენას მოითხოვს, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა”, – განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაში ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები